Saturday, December 28, 2013

სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია



სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია-პროექტი

          ,,ქრისტიანული სიწმინდეები”
          2013 წლის 7 ივნისს 2-4 კლასის მოსწავლეები მშობლებთან და მასწავლებელთან ერთად იმყოფებოდნენ წილკნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში.

         მოსწავლეები წინასწარ გაეცნენ ტაძარში არსებული სიწმინდეების ისტორიას, მოამზადეს პრეზენტაცია ,,წილკნის სასწაულმოქმედი ხატის” შესახებ. ტაძარში ილოცეს ისე წილკნელის საფლავთან და გაიხსენეს მისი მოღვაწეობა.
         ძალიან ვისიამოვნეთ გასართობი ავტობუსით და ანიმატორების საინტერესო და გონებამახვილური
თამაშობებით.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში



          სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია  ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

     2013 წლის 23 მაისს 2(4) კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, სადაც წარადგინეს საკუთარი კალიგრაფიის კონკურსის ნამუშევრები, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
              მოსწავლეებმა დაათვალიერეს ხელნაწერთა ცენტრის საგამოფენო დარბაზი, ივანე ჯავახიშვილის კაბინეტი, დაესწრენ დაზიანებული ნიმუშების ადგენის პროცესს სპეციალურ ლაბორატორიაში და თვითონაც მიიღეს მონაწილეობა ამ პროცესში, რაც ძალიან დიდი მონდომებითა და ხალისით შეასრულეს. 





















Friday, December 27, 2013

მე-2(4) კლასი 2012-2013 პრეზენტაციები



        პრეზენტაციები
           2012-2013 სასწ.წლებში სასწავლო პროცესი 2-4 კლასში მიმდინარეობდა აქტიურად. მოსწავლეები დიდი მონდომებით ასრულებდნენ პრეზენტაციებს ყველა საგანში და აცნობდნენ ერთმანეთს. მოეწყო პრეზენტაცია ,,ობობები’’, ,,გველები’’, ,,ვულკანები”, ,,თოჯინები’’. 

                             




სტუმრად პლანეტარიუმში

10.12.2013  
მე-3(4) კლასის მოსწავლეები სტუმრად მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პლანეტარიუმში
მოსწავლეებს ჩაუტარდათ შემეცნებითი ლექცია-გაკვეთილი,  დიდი ინტერესი გამოიჩინეს ლექციისადმი, წარმოადგინეს საკუთარი პრეზენტაციები თემასთან დაკავშირებით, ბოლოს კი გაიმართა დისკუსია.