გაკვეთილის გეგმები

                                     გაკვეთილის გეგმა მათემატიკაში
                                სსიპ თბილისის კლასიკური გიმნაზია
საგანი: მათემატიკა
კლასი: მეორე
გაკვეთილის თემა: ორნიშნა რიცხვების შეკრება
მასწავლებელი: ნინო ლომსაძე
მიზანი: მოსწავლემ შეძლოს ორნიშნა რიცხვების ჩაწერა, წაკითხვა, და დაშლა თანრიგის ერთეულებად სათანადო დემონსტრირებით და ჩაწერით;
შედეგი: დამოკიდებულება- მოსწავლეებს გაუჩნდებათ დამოუკიდებელი კვლევა_ძიების სურვილი, მისწრაფება, გამოკვეთონ მნიშვნელოვანი იდეები; მოუსმინონ თანატოლებს, დააფასონ სხვისი აზრი და გამოიტანონ დასკვნა;
ცოდნა: მოსწავლეები ახდენენ ორნიშნა რიცხვების შეკრების დემონსტრირებას მოდელის გამოყენებით, დაადგენენ მოქმედების შედეგს სხვადასხვა მეთოდით;
უნარები: მოსწავლეებს განუვითარდებათ მოცემული რაოდენობის შესაბამისი ორნიშნა რიცხვების აღქმის, შეკრების, წაკითხვის და ჩაწერის უნარი, ასევე განუვითარდებათ თანამშრომლობითი, დამოუკიდებლად და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები.
ესგ სტანდარტი:
მათ.2.1.მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები, რაოდენობები და რიგი.
მათ.2.2.მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვები, რიცხვით სახელებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები;
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები: მოსწავლემ იცის რიცხვის სახელები 100-ის ფარგლებში; მოსწავლეს შეუძლია რაოდენობის გროვებად დაჯგუფება; მისთვის ცნობილია ტერმინები ,,რიცხვი“ და ,,ციფრი“, ათეულის და ერთეულის თანრიგები;
წინარე ცოდნა გამოიკვეთება საშინაო დავალების შესრულებაზე, ასევე პირველი ფაზის შემამზადებელი დავალებების შესრულებისას.
მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმები: ინდივიდუალური, დიფერენცირებული ჯგუფური,მთელ კლასთან;
დაჯგუფების კრიტერიუმები: მოსწავლეთა მზაობის მიხედვით;
გაკვეთილის აქტივობის ეტაპები:
1-     წინასწარ
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების და წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით გაკვეთილი იწყება თამაშით: ბავშვები დგებიან წრეში და ითვლიან 5-ის ბიჯით, 10-ის ბიჯით, 20-ის ბიჯით. მასწავლებელი ამოწმებს დავალებას ჩამოვლით, ინდივიდუალურად: უნდა შეესრულებინათ ორნიშნა რიცხვისათვის ერთნიშნას შეკრების მაგალითები და დაეხატათ შესაბამისი ნახატები. შემდეგ მასწავლებელი წარადგენს შესასწავლ საკითხს და უკავშირებს მას წინათ შესწავლილ საკითხებს; ამ ფაზაში გააქტიურდება წინარე ცოდნა;



                                                                           
2-     განმავლობაში
ჯგუფური მუშაობით მოხდება ახალი ცოდნის კონსტრუირება და გააზრება. კერძოდ, მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, სახელობითი ჩხირებით  დასხდნენ ჯგუფებად და შეასრულონ  დავალების ბარათებზე მოცემული ორნიშნა რიცხვების შეკრება სხვადასხვა მეთოდით:
1 შრე( ნაკლები მზაობის ბავშვები) ,,სვეტები და კუბიკები“ 2 ჯგუფი
2 შრე ( საშუალო მზაობის მოსწავლეები)
ფლიპჩარტის ქაღალდი, ფერადი  წებოვანი სტიკერები. 2 ჯგუფი
3 შრე (მაღალი მზაობის ბავშვები) ,,კუბიკების კონსტრუქტორით“
მასწავლებელი საჭიროების შემთხვევაში აძლევს ჯგუფებს მითითებას და ეხმარება მათ. ჯგუფები აკეთებენ ნამუშევრის პრეზენტაციას: მასწავლებელი ინიშნავს შეფასების რუბრიკაში (დანართი 1,2) ჯგუფის წევრების აქტიურობას და მათ მიღწევებს, ამაზე დაყრდნობით გამოაქვს დასკვნები მიღებულ შედეგებზე.

3-     შემდეგ
როუტერის გამოყენებით მასწავლებელი მოსწავლეებს უგზავნის წინასწარ შედგენილ  ტესტურ სამუშაოს და მუშაობენ ინდივიდუალურად:
წრეებისა და კვადრატების რაოდენობების მიხედვით შეადგინეთ შეკრების მაგალითები და გამოიანგარიშეთ;
      მასწავლებლის პროგრამა გვეხმარება სწრაფად შევაფასოთ მიღწეული შედეგი ქულებით და მოსწავლემაც ნახოს თავისი შედეგი;
            გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი აძლევს საშინაო დავალებას: წარმოადგინეთ ორნიშნა რიცხვების შეკრების მაგალითები სხვადასხვა მეთოდით;
შეფასება
მასწავლებელი აკვირდება მოსწავლის სწავლის პროცესს და აფასებს შედეგებს, საშინაო დავალების შემოწმებისას, ჯგუფური მუშაობისას, ბუკებით მუშაობისას, ინიშნავს შედეგებს და აძლევს განმავითარებელ კომენტარებს.
სასწავლო მასალა
მოსწავლის სახელმძღვანელო, დავალების ბარათები, ბუკები, როუტერი, ტესტური დავალება, ფლიპჩარტის ფურცელი, ქაღალდი, ფერადი  წებოვანი სტიკერები.  ,,სვეტები და კუბიკები“, პლაკატი ,,რიცხვითი კიბე“, G-PRIED -ის სასწავლო_მეთოდოლოგიური რესურსების კრებული მათემატიკის დიფერენცირებული სწავლებისათვის.
                                                                   
                       დანართი 1

ინდივიდუალური შეფასების რუბრიკა მათემატიკაში
კომპეტენციის დონის აღწერა
შეფასება
გააზრებულად და ზუსტად ასრულებს დავალებას.
სასწავლო მასალას წარმატებით გაართვვა თავი.
ჩანაწერში უშვებს შეცდომას, ცხრილების სწორად შევსებაში ხარვეზები აქვს. ზოგჯერ შეკრება-გამოკლებას სწორად ვერ ასრულებს.
საჭიროებს დამატებით დამოუკიდებელ მუშაობას უნარ-ჩვევების გაწაფვისათვის.
უჭირს ტერმინების გარჩევა, ვერ იცავს დავალების შესრულების თანმიმდევრობას; შეკრება-გამოკლებას სწორად ვერ ასრულებს.
საჭიროებს შემდგომ მეცადინეობას იმავე საკითხზე მასწავლებლის ხელმძღვანელობით.


                                                            
                     ↹☺☺  დანართი 2
დიფერენცირებული ჯგუფური მუშაობის რუბრიკა მათემატიკაში
კომპეტენციის დონის აღწერა
1 ჯგუფი
2 ჯგუფი
3 ჯგუფი
4 ჯგუფი
გააზრებულად და ზუსტად ასრულებენ დავალებას



ჩართულობა და აქტიურობა ჯგუფში




თანამშრომლობა





დროის ლიმიტის დაცვა






No comments:

Post a Comment