https://edu.hstry.co/timeline/3274 არ დამიწუნოთ რაა, პირველი მცდელობაა, შემდეგში უფრო დავხვეწ, უღრმესი მადლობა ჩემს ტრენერსRazmik Badalyan საქართველოდან პირველი დროის ხაზიაო ნება დამრთეს, იყოს საჯარო! დღეს ძალიან ბედნიერი ვარ!!!
საკმაოდ ემოციურად ჩატარდა კვირეულის პირველი დღე! ვისაუბრეთ ,,დედაენის” ავტორზე, მივუძღვენით ლექსები ქართულ ენას, ჩავატარეთ კალიგრაფიის კონკურსი: 19 ხაზიან ფურცლებზე დავწერეთ ,,სწავლა მოსწავლეთას”ნაწყვეტი. შემდეგ ვიმუშავეთ ელექტრონულ გაზეტზე. გადავუგზავნე გაზეთის შაბლონი და მოსწავლეებს თვითონ უნდა მოეფიქრებინათ გაზეთის სათაური, სტატიები, ჩაესვათ სურათები-- დედაენის თემასთან დაკავშირებით, მუშაობა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეთა კრეატიული იდეებით გაოცებული დავრჩი. მოიფიქრეს ჩაესვათ გაზეთში კროსვორდები, გამოეცხადებინათ ვიქტორინის კითხვები და აეღოთ ინტერვიუ დიდებისაგან. წარმატებები, ჩემო ნიჭიერო მოსწავლეებო! 2013 წლის ნამუშევრებიც აქვე დავდე!